იმერეთში კაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა.
შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცმა ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში,ქუთაისში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117 ე მუხლით დაიწყო.