ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული სახლების ფასადების რეაბილიტაცია, აქამდე არ განხორციელებულა.
„ სოფელ ვარციხის მრავალსართულიან საერთო საცხოვრებელ სახლებს რეაბილიტაცია აქამდე არასდროს არ ჩატარებია, აღნიშნული სახლები განთავსებულია მუნიციპლიტეტის შემოსასვლეში, ცენტრალურ გზასთან ახლოს, სადაც ვიზიტორებისთვის საინტერესო არაერთი ლოკაციაა განთავსებული. ფასადების კეთილმოწყობა და იერსახის მოწესრიგება ჩვენი ერთ -ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინფრასტუქტურული სამუშაოები წელს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე გაგრძელდება“ - აცხადებს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე.
ვარციხის მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ,სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ტექნიკსი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ფასადების რეაბილიტაციის პარალელურად ბაღდათში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბაღდათში ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.