ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.
ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.,,-სალომე ზურაბიშვილი.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში ღამით ჩამოწვა და 4 სახლი ჩაიტანა.ამ დროისთვის ნაპოვნია 4 ცხედარი,5 ადამიანს ეძებენ.
სტიქიას მსხვერპლი მოყვა აჭარაშიც. მეწყერისა ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.