ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს.როგორც ჭელიძე წერს,მამაკაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
,ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ადევნებაში მხილებული პირი დაკავებულია.
დაკავებული პირი შესაბამის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მადლობა შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ბ/ნ დავით ბაქრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპროცესო მოქმედებებში ,,-წერს იურისტი ლევან ჭელიძე.
ინფორმაცია, რომ მამაკაცი მოზარდებს ავიწროებდა, ერთ-ერთი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. 12 წლის არასრულწლოვანის მშობელი წერდა, მის შვილს მამაკაცმა ტრანსპორტში სურათები გადაუღო და ავტობუსიდანაც ჩაჰყვა.