27 დეკემბერს ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფე ,,სავანეს,,დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.ინფორმაციას დაწესებულების მფლობელები ავრცელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
,,თითოეული ქუთაისელი , ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეს სანაყინე, არამედ ზოგადად, ქალაქის მომავალი, დადექით ჩვენს გვერდით.
დღეს თუ წაგვართვეს ჩვენ, ხვალ წაგართმევენ თქვენ!
გამოდით 27 დეკემბერს, 11 საათზე, ცენტრალურ ბაღში, კაფე "სავანესთან", რადგან ამ დღეს დანიშნულია კაფე "სავანეს" სრულიად უკანონო გამოსახლებისა და დემონტაჟის პროცესი.,,-აცხადებენ მფლობელები.
კაფე ,,სავანეს,, დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 16 ნოემბერს მიიღო.