ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“ მფლობელებმა პროკურატურას მიმართეს. მათ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სავარაუდო კორუფციულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს. კაფის მფლობელებს მხარდაჭერას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, უცხადებს.
არავის ილუზია და არც იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამათი პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს ან მსვლელობას მისცემს, მაგრამ ძალიან მალე, როცა ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, აუცილებლად მოუწევთ მსგავსი საქმეების თაროდან ჩამოლაგება და გამოძიების დაწყებაც კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო, საბუთების გაყალბებით, სასამართლო კლანთან ერთად ცდილობენ კერძო საკუთრების მითვისებას“, - თემურ ცამციშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე.