მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, აქტივისტები და მოძრაობის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. სასამართლო 29 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგება იყო, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
მოქალაქეებს გუშინ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორისა მოძრაობა - “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.