უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა.
ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
ირაკლი ქურციკიძე საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა .