საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მათ მშვიდად გადაადგილებას უკრძალავს.
მისი თქმით,ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ქვები ესროლეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.