საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოსწავლე საკვებით მოიწამლა.
შედეგად სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში არაგეგმური შემოწმება განახორციელეს. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.
ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში).
ბიზნესოპერატორმა ი.მ ,,მაია ღონღაძე,, ვერ წარადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.
ფაქტზე მოკვლევა გრძელდება.