ფესტივალი ,,ღვინის დღეები,, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით მთელი საქართველოსმასშტაბით გაიმართება. 7 ოქტომბერს ფესტივალი თბილისში, თელავში,ქუთაისში, გორსა და ბათუმში ერთდროულად, 14:00 საათზე გაიხსნება. ქუთაისში ,,ღვინის დღეები,, ცისფერყანწელების ქუჩაზე ჩატარდება.
14:00–21:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა
14:00–21:00 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები
14:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“
15:00–18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება, ყურძნის დაწურვა საწნახელში
15:00–18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: თიხით ძერწვა, ღვინის ჭიქებისა და ბოთლების მოხატვა
15:00–19:00 DJ
15:30–16:00 ქართული ხალხური საკრავების წარმოდგენა
16:00–17:00 ღვინის კონკურსი
17:00–17:30 კინტოების წარმოდგენა
17:30–18:30 სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის სესიები ადგილობრივ ღვინოზე
19:00–21:00 კონცერტი: ანსამბლი “ჰერიო“, „სალიო”
იმერეთში ,,ღვინის დღეებს,, 9 ოქტომბერს თერჯოლა , 14 ოქტომბერს ზესტაფონი, 15 ოქტომბერს კი ბაღდათი უმასპინძლებს.