წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში, გამარჯვების პლატფორმის კამპანიის ფარგლებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და სტრატეგია,, აღმაშენებლის ,, თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს.
ცერემონიალში ადგილობრივი მოსახლეობა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ.
,,ევროკავშირი ხომ საქართველოსთვის და სოფლების გაძლიერებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის გვინდა. ჩვენ ჩავალთ ყველგან და ადამიანებს ვესაუბრებით მათი პრობლემების შესახებ. ამ სოფელში ,,ქართულ ოცნებას" არასდროს მოუგია." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
,,ეს არის კამპანიის ნაწილი და დროშები ეტაპობრივად სხვადასხვა სოფელში აღიმართება.როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც,, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.