ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში,სკოლის მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს ვანის რესურსცენტრი განცხადებით ეხმაურება
,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.
მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით.,,-ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში , არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გოგონაზე სასკოლო ავტობუსის მძღოლი ძალადობდა,ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.კილაძე სავარაუდო მოძალადის სახელსაც ასახელებს-ტარიელ მეფარიშვილი,რომელიც სოფელ შუამთის სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის ქმარია.
ჟურნალისტი ვიდეო მასალასაც აქვეყნებს,რომელიც მეფარიშვილს არასრულფასოვანმა ფარულად გადაუღო.