ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში , არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გოგონაზე სასკოლო ავტობუსის მძღოლი ძალადობდა,ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.კილაძე სავარაუდო მოძალადის სახელსაც ასახელებს-ტარიელ მეფარიშვილი,რომელიც სოფელ შუამთის სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის ქმარია.
კილაძისვე ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფ.შუამთის დირექტორმა ლალი სულაბერიძემ თანამდებობა დატოვა .
, ,მიმდინარე წლის 1 მაისს, მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები.
მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ელისო კილაძის თქმით, შესაძლო მოძალადეს ,ტარიელ მეფარიშვილს ხელს აფარებს სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან ახობაძე და ვანის პოლიციის უფროსი დავით ლორთქიფანიძე.
ჟურნალისტი ვიდეო მასალასაც აქვეყნებს,რომელიც მეფარიშვილს არასრულფასოვანმა ფარულად გადაუღო.