წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში მოსახლეობა აქციას მართავს.ისინი ადგილზე ნაგავსაყრელის განთავსებას აპროტესტებენ.
,,წელიწადზე მეტია ამ ტერიტორიაზე სანაგაოს მოწყობას ვაპროტესტებთ.ახლა აქ უკანეთის, მესხეთის, მუხიანის,გეგუთის მოსახლეობა,200 ადამიანი ვართ შეკრებილი და მივმართავთ ხელისუფლებას,არ გააკეთონ ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი.ის ,რასაც ამბობენ,რომ ნაგავსაყრელი თანამედროვე ტიპის იქნება,არის ზღაპარი.ოქრო რომ დაგვიყარონ,ისიც არ გვინდა.თუ არ გაითვალისწინებენ, ხვალ უფრო მეტი ხალხი გამოვალთ"-აცხადებს სააგენტო ,,აქტორთან,, აქციის მონაწილე სულიკო გაბუნია.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,ნაგავსაყრელის მშენებლობა "ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, (სოფელ მუხიანის მიმდებარედ) არის დაგეგმილი.
მათივე ცნობით, ახალ ობიექტზე გამოყენებული იქნება ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები; ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას.
ფოტო ინტერნეტიდან.