გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.