დღეიდან ქუთაისში ტრანსპორტით გადაადგილება გაძვირდა.ღირებულება 60 თეთრი გახდა.ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს.
"ცვლილების მიზანია მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება, სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესება და მათი გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა."-განმარტეს ქუთაისის საკრებულოში.