აქცია ხვალ, 8 ოქტომბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სოფელ ტვიშში შეკრებილები ცენტრალური გზის -ქუთაის-ალპანა-მამისონის,კერძოდ ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის რეაბილიტაციას მოითხოვენ.
მშვიდობიანი შეკრების ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისათვის,,
,,ყველა ლეჩხუმელის ვალია ,მონაწილეობა მიიღოს ამ მშვიდობიან აქციაში .ხალხის რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ ავარიული გზის რეაბილიტაცია, რათა თითოეულმა ლეჩხუმელმა და არა მარტო ლეჩხუმელმა უსაფრთხოდ იმოძრაოს ხეობაში.ერთმანეთის გვერდით დგომით შესაძლებელია მიზნის მიღწევა, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს ხეობელებს. გთხოვთ გავაზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საერთო საქმისთვის,,- აცხადებენ ორგანიზატორები.
ფოტო ინტერნეტიდან.