ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ე. წ. სანიკიანების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
აღნიშნულ გზის კეთილმოწყობა, აქამდე არასდროს არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის მოწყობითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება, განთავსდება სანიაღვრეები და ცხაურები. სოფელ როხში ე.წ. სანიკიანების უბნის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ჯ და ჯ" ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.
სოფელ როხის ე.წ სანიკიანები უბნით 100-მდე ოჯახი სარგებლობს და ადგილობრივებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.