ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. საქმე მის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგს შეეხო, სადაც ცამციშვილმა განაცხადა, რომ ჭავჭვაძის ქუჩის რეაბილიტაციის დროს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაუზიანებელ ფილას იღებს და ყიდის, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვას ნიშნავს.
- საზოგადოება
- გადასვლები: 543