პირველად ქუთაისში, ცეკვის აკადემია იწყებს ფუნქციონირებას. ბავშვებზე ადაპტირებულ, კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის შესაძლებლობა მსურველებს 6_დან 11-წლის ჩათვლით აქვთ. ქართული-ხალხური ცეკვის სტუდია 500 ბავშვზეა გათვლილი. აკადემიაში მოსწავლეები შერჩევის მეთოდით ჩაირიცხებიან. მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე ჯგუფი უკვე დაკომპლექტდა. შენობაში დამონტაჟებულია გათბობა-გაგრილების ცენტრალური სისტემა, დარბაზი ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
Თუ გსურთ აქციოთ ხელოვნება თქვენს მოწოდებად , ცეკვის აკადემია სწორედ თქვენთვისაა! აკადემიაში ასევე იხსნება გიტარის წრე, პედაგოგი საბა საფარელი და დასარტყამი ინსტუმენტების შემსწავლელი ჯგუფი.
მისამართი -ნიკეას 19-ა.მიღების დრო: 11:00- 18:00 საათამდე