წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქმარმა ცოლი მოკლა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, წყვილს 5 შვილი ყავდა.სავარაუდო მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი-ახალგაზრდა ქალი დამწვარია.
„პრაიმტაიმი “ დეტალებს ავრცელებს.
„ვიცი, რომ ქმარი ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს. ხალხმაც იცის. გოგოს ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული. როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე სსსკ-ის მუხლით დაიწყო.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.