3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.შეკრება ხვალ დღის 2 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იგეგმება. აქტივისტებმა სოციალურ ქსელში კამპანია "გაიყოლე და გაყევი 3 ივლისის აქციაზე" დაიწყეს.
" თუ გსურს 3 ივლისს თბილისში აქციაზე წახვიდე ქუთაისიდან, ჩვენ შეგვიძლია მხარი დაგიჭიროთ ამისათვის აუცილებლად უნდა დაგვირეკოთ
პირველ რიგში, თუ კი გყავს მანქანა, ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ საწვავით, თუ კი სხვა ქუთაისელებსაც გაიყოლებთ. ამისათვის საჭიროა დაგვირეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე.
თუ კი არ გყავთ ტრანსპორტი, მაგრამ გინდათ აქციაზე სხვა ქუთაისელს გაყვეთ, მაშინ თქვენც დაგვირეკეთ და ჩვენ წაგიყვანთ .
ნომრები: 598006485, 595508333
გასვლა იგეგმება 3 ივლისს 14:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიიდან. ვუზრუნველყოფთ უკან დაბრუნებასაც. "-წერია არასთავრობო ორგანიზაცია " We Stand For U" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.