დღეს ქუთაისში 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინეს.
პრეზენტაცია სატრანსპორტო კომპანიის ეზოში გაიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი,საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალი ავტობუსები რამდენიმე დღეში დაიწყებს მუშაობას ქუთაისის რთული რელიეფის მქონე უბნებში ( გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება), განსაზღვრული სვლა- გეზებით.