"ევროპა ჩვენი სახლია" გელათის მონასტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
"გახსოვთ ალბათ სახელმწიფოს პოზიცია გელათის კატასტროფასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი აჟიოტაჟის შექმნას ცდილობსო, მსგავსი პრობლემები არ არსებობსო, მხოლოდ ყველა რესტავრაციისთვის დამახასიათებელ ხარვეზთან გვაქვს საქმეო.
ათასი სიგიჟე გაკეთდა, ათიათასი ითქვა..
2 წლიანი უშინაარსო და უშედეგო მცდელობის შემდეგ, რომ კატასტროფა მათ შორის აკრძალული მეთოდებით სახელწმიფოს მიეჩქმალათ -დღეს ეს ხდება გელათში.
დასავლეთ მკლავის გადახურვას ჩიჩქნიან❗
ისევ გეგმის გარეშე, ისევ ის ხალხი, ვინც ჩამოაქცია უნიკალური მონუმენტური მხატვრობა...
მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი საველე ლაბორატორიად აქციეს."-წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.