საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა მოეწყო.
გაიმართა ესეების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოებაც.კონკურსში ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, მერიის კულტურის სამსახურმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
ღონისძიებებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დეპუტატები, მერიის კულტურის სამსახურისა და ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.