სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ამ ლოზუნგით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამიას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.