2 მაისს, "ქუთაისობა2022 "-ის აღნიშვნა ტრადიციულად, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთაისი და ქუთაისელები დალოცა. საეკლესიო რიტუალს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ქალაქის სტუმრები ესწრებოდნენ.
სამი ოთარის ძეგლის პატივგება "ქუთაისობის" ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ქალაქის პირველმა პირებმა ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს " და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.