დღეს ქუთაისში "გვირილობა",იგივე ორმაისობა აღინიშნება .სახალხო დღესასწაულის ტრადიცია სათავეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იღებს და ის გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივასა და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.
წვიმიანი ამინდის გამო დღევანდელ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და თითქმის ყველა ღონისძიებამ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა.