დღეს ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართება.მოქალაქეები 19:00 საათზე,თეთრ ხიდთან შეიკრიბებიან.აქციაზე პატივს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულების ხსოვნასაც მიაგებენ.
"1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დასახიჩრდა, ათასობით კი მოიწამლა.
2022 წლის აპრილის თვეში უკრაინაში იგივე საბჭოთა ძალამ რუსეთის სახელმწიფოს სახით მოკლა 1417 მოქალაქე, მათგან 150-მდე ბავშვი და ბოლო მონაცემებით 4000 ზე მეტი სამხედრო მსახური.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილი საქართველოსთვის თავისუფლების მოპოვებისა და გამარჯვების დღე არის, მაგრამ ახლა გლოვის დღეა !
ვიკრიბებით, რათა მივაგოთ პატივი თავისუფლებისთვის განწირულ თითოეული ქართველისა თუ უკრაინელის სულს ქუთაისში თეთრ ხიდზე -
9 აპრლის, საღამოს 7 საათზე.
ადგილზე შეგიძლიათ მოიტანოთ ყვავილები, სანთლები და სამგლოვიარო პლაკატები.
დიდება უკრაინას ! დიდება საქართველოს ! დიდება გმირებს !"- წერია დღევანდელ დღეს დაგეგილი აქციის საანონსე ტექსტში.