ქუთაისის მერია უარყოფს,რომ ბოლო სამ თვეში სარესტორნო მომსახურებაში 27 ათასი ლარი დახარჯა.ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ "აი,ფაქტი" გაავრცელა.ადგილობრივი თვითმმართველობა ეთიკის ქარტიაში ჩივის და ბოდიშის მოხდას ითხოვს
"რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ქუთაისის მერიამ სამ თვეში რესტორნებში 27 ათასი ლარი დახარჯა“.
სტატია შეიცავს მცდარ, დაუზუსტებელ ინფორმაციას. წერილში მოყვანილი ხელშეკრულებებიდან, ფაქტიური ხარჯი , დღეის მდგომარეობით, შეადგენს 13440 ლარს, მათ შორის: 5922 ლარი წარმოადგენს ქორქია-საკანდელიძის საკალათბურთო ტურნირის ჩასატარებლად გაწეულ ხარჯს, ხოლო 3800 ლარი დაიხარჯა ყოველთვიური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენების ფარგლებში მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის მერიის მისამართით გავრცელდა დაუსაბუთებელი ბრალდება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ის მიერ, ქუთაისის მერია მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სიცრუის გამავრცელებელი მედიაორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს."-წერია განცხადებაში.