საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან 145 წყვილი ფეხსაცმელია მიტანილი ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 145 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
აქციის ორგანიზატორი ხუთი მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტია, ესენი არიან: თიკო ფეიქრიშვილი, თამარ ღვინიანიძე, ეკა ქადაგიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მაკა ფანქველაშვილი.