ქუთაისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ადამიანი საინფორმაციო სააგენტო DailyInfo-ს თანამშრომელია. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი გიორგი ლოლაძე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა საწვავის ფასის მატებას აპროტესტებდა.