ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლებმა აქცია გაიმართეს. მათ საწვავის გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. მძღოლები ამბობენ,რომ საწვავის ფასმა კატასტროფულად მოიმატა და უკვე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.აქციის მონაწილების თქმით, ისინი ბენზნის შეძენას ვეღარ ახერხებენ.
მძღოლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროცესში ჩაერიონ და საწვავის ფასი დაარეგულირონ.ამბობენ,რომ თუ ღირებულება არ დასტაბილურდა, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.
მსგავსი აქცია თბილისშიც გაიმართა.