უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.ინიციატორი "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაა.
" 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.
📍თბილისი - 15:00 საათზე, პარლამენტის წინ
📍ბათუმი - 15:00 საათზე, ერას მოედანზე
📍ზუგდიდი - 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე
📍თელავი - 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე
📍სამტრედია - 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე
📍ფოთი - 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი"-წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.