გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.