ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია იმართება.მოქალაქეები სიმბოლურად დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გმობენ რუსეთის აგრესიას და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ.
აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან.