"სოლიდარობა უკრაინას!", " არა რუსულ აგრესიას"-ამ სლოგანებით ქუთაისში დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე,ე.წ. "თეთრ სვეტებთან"შეიკრიბნენ და უკრანის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესია დაგმეს.აქციის მონაწილეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში მეგობარ სახლმწიფოს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია სამხედრო ინტერვენციის გამო.მათი თქმით,დუმილი დანაშაულია და საერთაშორისო საზოგადოებამ მხარდაჭერა ღიად უნდა დააფიქსიროს.
