გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს სამტრედიაში. ოპოზიცის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, 2012 წლიდან "ქართულ ოცნებას " არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და განვითარების ნაცვლად ქვეყანა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. აქციის მონაწილეები ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.