მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მ ფინანსის" დაზარალებულებმა ,,საქართველოს ბანკთან" მორიგი აქცია გამართეს. ისინი კუთვნილი ძვირადღირებული ნივთების მათ სახელზე გადაფორმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ძვირფასეულობა ლომბარდის მესაკუთრემ საქართველოს ბანკში გადააგირავა და ამიტომ მათ ოქროებზე წვდომის უფლება აღარ აქვთ. დაზარალებულები ნდობითაღჭურვილი პირის საშუალებით ნივთების დაბრუნებას ითხოვენ. დაზარალებულები პროცენტს ვერ იხდიან, რის გამოც ბანკში ჯარიმები ერიცხებათ. მოქალაქეები საქართველოს ბანკს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და ჯარიმების ჩამოწერას თხოვენ, ამასთან, აცხადენენ, რომ ნივთების ნაწილი ამ დრომდე დაკარგულია. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ორი თვის წინ გაკოტრდა,მფლობელებმა ქვეყანა დატოვეს და არსებული ვალდებულებები ,, საქართველოს ბანკში" გადაიტანეს.