საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში - (18/01/22)
ქალთა ფონდი "სოხუმი" აგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მუშაობას, ამჯერად ის დასავლეთ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში 2 წლიან კოალიციურ პროექტს: “რეგიონული დ აადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა” განხორციელებას იწყებს.
პროექტისმიზანსწარმოადგენს - ადგილობრივიხელისუფლებისშესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დევნილებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ WPS-ს განხორციელებაში 1325-ის ნაციონალური გეგმის ლოკალიზაციის გზით.
ანკეტირების საფუძველზე შერჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრები: ჩაერთვებიან სატრენინგო პროგრამებში, რომლის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება, რათა სრულფასოვნად ჩაერთოთ: მშვიდობისმშენებლობასადანდობისაღდგენისკუთხითადგილზეარსებულ ისიტუაციის სწრაფ შეფასებაში, მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრისა დ აშემდგომ წარმოქმნილი საფრთხეების ეფექტური ადვოკატირების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კუთხით.
იანვრის თვეში ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა შეხვედრები პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და დევნილ ქალთა და გოგონათა საინიციატივო ჯგუფების ორგანიზების მიზნით.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.