ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ავტომობილო მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.
