ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მდინარე წყალწითელაში გადავარდა. ორი პირი ადგილზე დაიღუპა, ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობდა.სწორედ მათ ამოიყვანეს ცხედრები მდინარე წყალწითელადან.გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები 18 და 19 წლის ახალგაზრდები არიან.ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა,მათგან სამი გადარჩა.ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშრებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.