15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“ აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
არაბთა გაერთიანებული საამირო საქართველოსთვის სტრატეგიული და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტიული პარტნიორია, ამიტომ, ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების მიერ აბუდაბიში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ქუთაისიდან თვითმმართველობისა და DMO იმერეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს ელჩმა აბუ-დაბიში პაატა კალანდაძემ გახსნა, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ვიცე მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა.