ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 28 და 29 ნოემბერს გადამცემ ხაზ „ბალახვანზე“ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით, ღამით, 01:30-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტებს, რომლებიც ძაბვას იღებენ მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ქუთაისი 2"-იდან გამომავალი ფიდერებით.
28 და 29 ნოემბერს 01:30-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს და ორგანიზაციებს დავით აღმაშენებლის მოედანზე, წერეთლის (ნაწ.), წმინდა ნინოს, თამარ მეფის, რუსთაველის (ნაწ.), ცისფერყანწელთა, პუშკინის, ფანჯიკიძის, ფალიაშვილის, თბილისის, გოგებაშვილის, გელათის, ვარლამიშვილის, ბროსეს, 26 მაისის, აზერბაიჯანის, ბათუმის, ლესია უკრაინკას, იერუსალიმის, ვასაძის, ნიუპორტის, კოსტავას, ტ, ტაბიძის, იაშვილის, ნაზარიშვილის, ბურჯანაძის, ახვლედიანის, მკურნალის, ლერმონტოვის, კოლუმბია-მისურის, ჯიბლაძის, ლესელიძის, გაპონოვის, დავით და კონსტანტინეს, რუას, ქეთევან წამებულის, ასლანიკაშვილის, პეტრე იბერის, დვალიშვილის, მოსეშვილის, მაიაკოვსკის, გ.ტაბიძის, დუმბაძის, ბარათაშვილის, სოლომონ პირველის, ლაღიძის, ასათიანის, რესპუბლიკის, ანჯაფარიძის, გვანცელაძის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვის შესახებ აბონენტებს გაეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.