ქუთაისში თემურ თათარაშვილის კონცერტის ჩატარებას აპროტესტებენ.
"მაშინ, როდესაც ქუთაისის სავადმყოფოები ასეულობით კოვიდ ინფიცირებულს ვერ უმკლავდება, როდესაც საავადმყოფოებში საწოლები მაშინ თვისუფდება თუ, ვინმე გარდაიცვლება, ჩვენი მთავრობა საიუბილეო ტურნეს უწობს თემურ თათარაშვილს.
დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს დაგეგმილი აღლუმი.
მოგიწოდებთ ყველას, ხვალ 17:00 - ზე გამოხვიდეთ მესხიშვილის თეატრთან და ერთად გავაპროტესტოთ თემურ თათარაშვილის კონცერტი!"-წერს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე.
შეგახსენებთ, დღეს,16 ნოემბერს,18:30 სთ, ქ.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის
პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პატრონაჟით დაგეგმილია
ქართველი მომღერლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის თემურ
თათარაშვილის კონცერტი.
დასწრება თავისუფალია.