ხმაური იყო გვიან ღამით ქუთაისის რეფერალურ კლინიკასთან,სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ისინი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, გარდაცვლილს , ცოფის დიაგნოზით უმკურნალეს, მაშინ როცა ლუგარის ლაბორატორიაში მას ცოფი არ დაუდგინდა. ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში კომენტარს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე არ აკეთებენ.