წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანაკლასელმა თანაკლასელი ურთიერთშელაპარაკებისას მოკლა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სსსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.