კახა ჩხეტიანის ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი,ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგუაძე ეხმაურება.
"ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ბევრი ადამიანი გავიცანი, მათ შორის კახა ჩხეტიანი ყველაზე თავმდაბალი, გულწრფელი, შრომისმოყვარე და გულიანი კაცია. ქუთაისის "ტორპედო" მის წინაშე უდიდეს ვალშია, დღეს კი პოლიტიკური ნიშნით კლუბიდან გაუშვა მმართველობამ. ღირსეული ადამიანები ქალაქს და მათ გარემოს მაინც გახდიან უკეთესს, მიუხედავად მსგავსი წინააღმდეგობებისა."-წერს გოგუაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კახა ჩხეტიანი დღეს გაათავისუფლეს ,მიზეზად "ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობა და ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები დასახელდა.
კახა ჩხეტიანი პარტია "საქართველოსთვის"სახელით ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოდა.ის პროპორციულ სიაში იყო.