ხმაური ქუთაისის მერიასთან. სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბნენ.ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს სტენსილის დაწერის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, ისინი აპირებდნენ წარწერის გაკეთებას ,,თავისუფლება მიშას,, რისი უფლებაც არ მიეცათ.სამართალდამცველებმა მათ პულივიზატორები ჩამოართვეს. დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ 3 ადამიანია დაკავებული.
აქტივისტები სარფიდან ფეხით რუსთავისკენ მიემართებიან, ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია დაკავებული.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მედიას უთხრეს, რომ აქტივისტები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.